/არა უბრალოდ რობოტების ომი – როგორ ცვლის ტექნოლოგია სამყაროს
რობოტიკი

არა უბრალოდ რობოტების ომი – როგორ ცვლის ტექნოლოგია სამყაროს

წარმოიდგინეთ გლობალური ასპარეზი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდები იკრიბებიან არა ერთმანეთის დასამარცხებლად, არამედ საერთო, კაცობრიობის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. ეს არის FIRST Global Challenge  საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს პლანეტის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდებს STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებების გარშემო.

აქ მთავარი მიზანი არამხოლოდ გამარჯვებაა. ეს არის პლატფორმა, სადაც განსხვავებული კულტურები, ეროვნებები და იდეები ერთმანეთს ერწყმის, რათა დაამტკიცონ: მაშინაც კი, როდესაც ადამიანებს ბევრი რამ განასხვავებთ, ტექნოლოგია და საერთო მიზნები საოცარ ძალად აქცევს.

გლობალური სტარტიდან სამხრეთ კორეის გამოწვევამდე

ყველაფერი 2017 წელს ვაშინგტონში დაიწყო, სადაც პირველ ჩემპიონატში 157 ქვეყანა ჩაება. მას შემდეგ ტურნირი ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ინაცვლებს და მონაწილეებს ახალ, ძირითადად ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით თემებს სთავაზობს.

წელს, 2026 წელს, მასპინძელი სამხრეთ კორეაა, ხოლო მთავარი თემა — „Igniting Innovations“. გუნდებს მოუწევთ დაუპირისპირდნენ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას: ტყის ხანძრებსა და მათ დამანგრეველ შედეგებს. მოედანზე შეხვედრის პარალელურად, ისინი ერთობლივად იმუშავებენ, გაცვლიან გამოცდილებას და შექმნიან ინოვაციებს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ტექნოლოგიურ ელიტაში საკუთარი სიტყვის თქმის უნიკალური შანსია.

Team Georgia: ისტორია, რომელიც პირველივე დღიდან იწერება

საქართველო FIRST Global-ის ოჯახისთვის უცხო არ არის — ჩვენი ნაკრები ამ დიდ მოგზაურობაში მისი არსებობის პირველივე დღიდან, 2017 წლიდან მონაწილეობს. წლების განმავლობაში, სხვადასხვა თაობის ქართველმა მოსწავლეებმა დაწერეს ქართული STEM-ის ისტორია, შექმნეს უნიკალური რობოტები და საერთაშორისო ასპარეზზე ამაყად აღმართეს საქართველოს დროშა.

 ყველაფერი 2017 წელს ვაშინგტონში დაიწყო, სადაც პირველ ჩემპიონატში 157 ქვეყანა ჩაება. მას შემდეგ ტურნირი ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ინაცვლებს და მონაწილეებს ახალ, ძირითადად ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით თემებს სთავაზობს.

წელს, 2026 წელს, მასპინძელი სამხრეთ კორეაა, ხოლო მთავარი თემა Igniting Innovations. გუნდებს მოუწევთ დაუპირისპირდნენ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას: ტყის ხანძრებსა და მათ დამანგრეველ შედეგებს. მოედანზე შეხვედრის პარალელურად, ერთობლივად იმუშავებენ, გაცვლიან გამოცდილებას და შექმნიან ინოვაციებს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ტექნოლოგიურ ელიტაში საკუთარი სიტყვის თქმის უნიკალური შანსია.

Team Georgia: ისტორია, რომელიც პირველივე დღიდან იწერება

 საქართველო FIRST Global-ის ოჯახისთვის უცხო არ არის.  ჩვენი ნაკრები ამ დიდ მოგზაურობაში მისი არსებობის პირველივე დღიდან, 2017 წლიდან მონაწილეობს. წლების განმავლობაში, სხვადასხვა თაობის ქართველმა მოსწავლეებმა დაწერეს ქართული STEM-ის ისტორია, შექმნეს უნიკალური რობოტები და საერთაშორისო ასპარეზზე ამაყად აღმართეს საქართველოს დროშა. ჩვენმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ დიდ იდეებს საზღვრები არ აქვს:

2018 წელი, მეხიკო: სულ რაღაც მეორე მონაწილეობაზე, 180-ზე მეტ გუნდს შორის, საქართველოს ნაკრებმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და მსოფლიოს აჩვენა, რომ პატარა ქვეყანას გრანდიოზული ტექნოლოგიური პოტენციალი აქვს.

2019 წელი, დუბაი: ოკეანეების დაბინძურების წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონატში, გაერთიანებული სამეფოსა და კატარის გუნდებთან ერთად, ჩვენმა ნაკრებმა ფინალისტთა ალიანსში მეორე ადგილი მოიპოვა.

2022 წელი: გუნდმა დაიმსახურა International Enthusiasm Award-ის ბრინჯაოს მედალი – ჯილდო, რომელიც სხვების მხარდაჭერისა და სამაგალითო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გადაეცემათ.

2025 წელი: Team Georgia-მ უმაღლესი საინჟინრო სიზუსტე აჩვენა და Katherine Johnson Award for Engineering Documentation-ის ვერცხლის მედალი აიღო, რასაც გვერდი არც Social Media Challenge-ში გამარჯვებამ აუარა.

მომავალი ახლაა: Team Georgia 2026

დღეს Team Georgia 2026 აერთიანებს ახალგაზრდა, ანთებულ ინოვატორებს თბილისისა და ქუთაისის სკოლებიდან. მათ ყველას განსხვავებული ინტერესები კი აქვთ:  რობოტიკა, პროგრამირება, ფიზიკა, ინჟინერია და ტექნოლოგიები. თუმცა საერთო მიზანი ამოძრავებთ.

სამხრეთ კორეაში გასამართი ჩემპიონატი ქართველი ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი დიდი შანსია, თეორიული ცოდნა რეალურ, გლობალურ პროექტად აქციონ და საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგონონ.

Team Georgia 2026 არის შესაძლებლობა, სადაც საქართველოს სახელით, მსოფლიოს ახალგაზრდებთან ერთად, მომავლის შესაქმნელად ქართველებიც მონაწილეობენ!

 ნინუცა მეტრეველი