ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შეჯამებისას მხარდამჭერებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.
მოგვიანებით კი ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში უპირობოდ გაიმარჯვებს და მეორე ტურის ალბათობა საკმაოდ დაბალია.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ძველი ქართული აქცენტით მოხიბლულია და გასაკიცხები არიან ის ადამიანები, რომლებსაც მის ქართველობაში ეჭვი შეაქვთ.



