ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ფოტოგრაფ დავით ბილიხოძესა და მის საინტერესო ნამუშევრებს – ფოტოგრაფმა შეყვარებულთან ერთად 12-თვიანი მოგზაურობა ფოტოსერიაში ასახა.
ამჯერად კი, დავითი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეგიონს, რაჭას ეწვია და შოვში გატარებული სამი დღე, დასასვენებლად და უნიკალური ფოტოების გადასაღებად მისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.







