მსახიობი ჯულია რობერტსი, სერიალ Homecomig-ის გადაღებების პირველ დღეს სიკვდილს გადაურჩა.
ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა ში უიგჰემმა გუშინ ღამე, ლოს-ანჯელესში გამართულ პრემიერაზე გაავრცელა.
“ჯულიამ უკვე გითხრათ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინე?”, – ჰკითხა ჟურნალისტებს უიგჰემმა.
როგორც გაირკვა, გადაღების პირველ დღეს, მეტალის კონსტრუქციაში დამაგრებული დროშა ჩამოვარდა და ჯულიას ეცემოდა. სწორედ ამ დროს გადმოხტა ში საიდანღაც და ჯულია მოშორებით, მინდორზე გადააგდო.
“ახლა სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა, მაშინ ასე ნამდვილად არ ჩანდა, როდესაც ჯულიას ხელი ვკარი და გადავაგდე”, – ყვება უიგჰემი.




